"ბრგე" ვაჟკაცებო, რა დედამ გაგზარდათ, ვინ მოგწამლათ ასე - თამრიკო ჭოხონელიძე

12.07.21 21:10
"ბრგე" ვაჟკაცებო, რა დედამ გაგზარდათ, ვინ მოგწამლათ ასე - თამრიკო ჭოხონელიძე

"რა დედამ გაგზარდათ, ვინ მოგწამლათ ასე" - ასე მიმართა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ მოძალადე ჯგუფის წევრებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან. თამრიკო ჭოხონელიძის თქმით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანებზე ძალადობა მიუღებელია.

მაშინ სხვა აზრზე ვიყავი, ვცდილობდით, ერთმანეთისთვის დაგვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე, მაგრამ ამისთვის არ ვკლავდით ერთმანეთს, ამისთვის ერთმანეთი არ დაგვიხოცია.  მე არ მეშინია, თუნდაც დღესვე მომხვდეს ტყვია, არ მაშინებს, მაგრამ როგორ შეიძლება მეშინოდეს, როცა შვილიშვილები მეზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლექსო გარდაიცვალა, კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ფრაზა, იქ, სადაც პატარა ბიჭს ღირსება შეულახეს, მან მამა მოკლა, რა განსხვავებაა დღეს. მინდა, იმ "ბრგე" ვაჟკაცებს მივმართო, რა დედამ გაგზარდათ, რა გითხრათ ასეთი, რა გასწავლათ, როგორ გითხრათ, როგორ მოგწამლეს  ასე, ან ვინ მოგწამლათ, მაგას ვერ ხვდებით?" - თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ.

მსგავსი სიახლეები