გმირთა მოედანზე დაკავებების სერია განახლდა - პოლიცია მოქალაქეებზე ძალადობს (ვიდეო)

02.05.24 20:42
გმირთა მოედანზე დაკავებების სერია განახლდა - პოლიცია მოქალაქეებზე ძალადობს (ვიდეო)

 

 

თბილისში, გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება პოლიციელი აქტივისტს. 

პოლიცია გზის სავალი ნაწილის გასუფთავებას ძალადობით ცდილობს. აქტივისტების თქმით, სამართალდამცევები გაუსწორდნენ მათ შორის ქალებსაც. 

ადგილზე მყოფი მომიტინგეების ინფპრმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი. 

"პირველებმა" ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი ჩაწერა, შსს-ს მაღალჩინოსანი ძალადობას უარყოფს და ამტკიცებს, რომ წესრიგს იცავენ. 

მისივე თქმით, პოლიციას ამ ეტაპზე არავინ დაუკავებია.