ზურაბ ჟვანიას შვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა

16.03.21 13:13
ზურაბ ჟვანიას შვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა

 განზარხ მკვლელობაში ბრალდებულ ბუსა ჟვანიას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.  ზურაბ ჟვანიას შვილი,  რომელსაც გამოძიება თბილისის ცენტრში რამდენიმე თვის წინ მომხდარ სისხლიან გარჩევას ედავებოდა, ციხეს 9 თვეში დატოვებს. დაზარალებულის ბაბუა, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით მისი ოჯახი უკმაყოფილო არაა, მაგრამ თუ დამნაშავე ციხეს გაცილებით ადრე დატოვებს, მას პრობლემებს შეუქმნის.

3 წელი აქვს მისჯილი და ციხეს წელიწადნახევარში დატოვებს, თუ ასე არ მოხდება, ჟვანიებს პრობლემები შეექმნება. თუ რამეს იმაიმუნებენ, დიდ ხათაბალაში ჩავარდებიან. - აღნიშნავს დაზარალებულის ბაბუა, გოგი თოფაძე.

ბუსა ჟვანია აგვისტოში დააკავეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილმა ჭავჭავაძის  გამზირზე პარლამენტის დეპუტატ გოგი თოფაძის საცხოვრებელ  სახლში თოფაძის 19 წლის შვილიშვილს  დანით ათამდე მძიმე ჭრილობა მიაყენა.  მას 7 დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ 3 წელი მისცეს.