ამ ქვეყანაში სიკვდილიც საშიში გახდა - ნიკუშა ფარულავა

12.07.21 21:52
ამ ქვეყანაში სიკვდილიც საშიში გახდა - ნიკუშა ფარულავა

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკუშა ფარულავა, მიიჩნევს, რომ შსს გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას დისკრედიციას ცდილობს. ფარულავა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შსს-მ მთელი რესურსი ლაშქარავას კადრების მოსაპოვებლად მიმართა და მისი დისკრედიტაცია ბინძური მეთოდებით სცადა.

ყველა უწყება არის ბოროტება, ჩვენს პროცესებზე მაგალითად, ვიდეოები ვერ მოაქვთ, თითქოს არ არსებობდა, როცა მედია მუშაობს, სამხრე კამერები არ მუშაობს და აღმოჩნდა, რომ ლექსოს ვიდეოს მოსაპოვებლად გადაისროლეს მთელი რესურსი, რომ მისი დისკრედიტაცია მოეხდინათ, მსგავსი ბინძური საბჭოთა  მეთოდებით მუშაობენ, როცა უამრავი დანაშაულია გამოუძიებელი დღემდე. ამ ქვეყანაში სიკვდილიც საშიში გახდა, შეიძლება, სიკვდილის მერე ნებისმიერის დისკრედიტაცია სცადონ და ოჯახს უფრო მეტი დარტყმა და ზიანი მიაყენონ", - ამბობს ნიკუშა ფარულავა.