რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რობოკოპების მიერ დაკავებული გიორგი დუმბაძე თავისუფალია
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რობოკოპების მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი დუმბაძე თავისუფალია.
მან წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ახალგაზრდა 2 დღის წინ, გომალაურის უწყებამ კორდონში მაშინ მოაქცია, როცა ის "ტვ პირველს" ინტერვიუს აძლევდა და ამბობდა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტდა.