"ბუდუ, შვილო, კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია" - "ქართული ოცნება" ბუდუს წინააღმდეგ

03.05.24 01:10
"ბუდუ, შვილო, კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია" - "ქართული ოცნება" ბუდუს წინააღმდეგ

"ქართული ოცნება" ბუდუ ზივზივაძის წინააღმდეგ - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ივანიშვილის გუნდის სამიძნე მას შემდეგ გახდა, რაც ბუდუმ რუსთავსლი გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს სოლიდარობა ღიად გამოუცხადა. 

შოთა ხაბარელი ვრცელ სტსტუსს სწორედ ფეხბურთელს უძღვნის და ამბობს, რომ სამოქალაქო პოზიციის დამფიქსირებელი ბუდი პოლიტიკაში ვერ ერკვევა. 

ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…
ამიტომ, მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…"- დაწერა ხაბარელმა.

სპორტსმენები რუსული კანონის წინააღმდეგ: 

"ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. არა რუსეთს" - დაწერა ცოტა ხნის წინ ბუდუ ზივზივაძემ. 

  • "გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო!" | გიორგი ჩაკვეტაძე
  • "არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა... დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!!"  - დაწერა გიორგი ქოჩორაშვილმა. 
  • რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა - მექვაბიშვილი
  • არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს!  -  ქვილითაია