შუალედური ექსპერტიზის დასკვნა რას ნიშნავს? მსგავს რამეს სისხლის სამართლის პროცესი არ იცნობს - სამუშია

12.07.21 22:11
შუალედური ექსპერტიზის დასკვნა რას ნიშნავს? მსგავს რამეს სისხლის სამართლის პროცესი არ იცნობს -  სამუშია

"ლელოს" წევრი, ლევან სამუშია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამხელს - ოპოზიციონერი გომელაურის უწყების მიერ ალექსანდრე ლაშქარავას შესახებ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს: 

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia შუალედური ექსპერტიზის დასკვნა რას ნიშნავს? მსგავს რამეს სისხლის სამართლის პროცესი არ იცნობს. 
გამოაქვეყნეთ ექსპერტიზის ის დასკვნა, სადაც წერია, რომ დასკვნა არის შუალედური!!! ან გვანახეთ საერთოდ ერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ოდესმე გაცემულა, ექსპერტები აწერენ ხელს და აწერია , რომ არის შუალედური!!! ბარემ  ღიად გამოდით და თქვით, რომ თქვენ არ მოქმედებთ საქართველოს  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და მოქმედებთ ქოცური "სამართლით"- წერს სამუშია.