სირცხვილია, ჯერ ცოცხლად იძალადეს, მერე მკვდარზე - ვატო წერეთელი

12.07.21 22:12
სირცხვილია, ჯერ ცოცხლად იძალადეს, მერე მკვდარზე - ვატო წერეთელი

ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, ამბობს, რომ შსს-ს მიერ გაჟღერებულ ვერსიას, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ, ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ  ელოდა. ვატო წერეთელი ამბობს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ის საზოგადოებას მოუწოდებს, ხვალ ერთად მივიდნენ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე და ახალგაზრდა ოპერატორი ბოლო გზაზე გააცილონ.

ჯერ ცოცხლად იძალადეს, მერე მკვდარზე იძალადეს, მერე გაიტაცეს, მერე დასაფლავებაც არ აცადეს, ექსპერტიზა თვეობით გრძელდება და გაიტაცეს, რა შარლატანობა ჩაატარეს, კაცმა არ იცის, ააგორეს ტროლები, ბოტები. სირცხვილი არის. აქ იმდენი პოლიციელია, 5 ივლისს რომ ყოფილიყო, არც ლექსო არ იქნებოდა მკვდარი. ისე დაიწყო ღარიბაშვილმა ბრიფინგი, ველოდებოდით ამას, ესენი არიან მკვლელების და ჯალათების ხელისუფლება, თუმცა ღარიბაშვილს მაინც მოუწევს, წავიდეს, ხელისუფლებას ეშინია იმ პროტესტის, რაც მიიღო ამ 2 დღის მანძილზე", - ამბობს ვატო წერეთელი.