"უშუალოდ გოგა მემანიშვილი მონაწილეობდა დაკავებებში" - იურისტები გმირთა მოედანზე დაკავებულებს მთელი ღამე ეძებდნენ

03.05.24 11:37
"უშუალოდ გოგა მემანიშვილი მონაწილეობდა დაკავებებში" - იურისტები გმირთა მოედანზე დაკავებულებს მთელი ღამე ეძებდნენ

მინიმუმ 12 დაკავებული ერთ ღამეში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

იურისტები გმირთა მოედანზე დაკავებულ ახალგაზრდებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. 

იურისტი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთი გოგოც იყო, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს.

უფლებადამცველის თქმით, აქამდე თუ რიგითი პოლიციელების მხრიდან ხდებოდა დაკავებებეი, გუშინ ამაში პოლიციის მაღალჩნოსნები, მათ შორის გოგა მემანიშვილი მონაწილეობდა.

იურისტები ფიქრობენ, რომ დაკავებულებს 48 საათის გასვლამდე ამყოფებენ იზოლატორებში, ისე რომ სასაამრთლოზე არ გაიყვანენ, რათა საზოგადოებას არ ანახონ, რომ მათ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.

12 ადამიანამდეა დაკავებული. ზოგი დიღმის იზოლატორშია, ზოგი ზაჰესში. სადამსჯელო ღონისძებაში ჩართულები იყვნენ პოლიციის ხელმძღვანელები. ეს არის იშვიათი. ჩვენ ადრე ვხედავდით, რომ თავად პოლიციის თანამშრომლები აკავებდნენ, რიგითი თანამდებობის პირები ხალხს აქციაზე, მაგრამ გუშინ ვნახეთ რომ თვითონ გოგა მემანიშვილი იყო. ჩემთვის როგორც ცნობილია, დააკავეს ერთი გოგო, რომელიც ხელწერილით გაუშვეს. მაგრამ რა დაკავებაზეა საუბარი, ეს დღეებია ხომ ვხედავთ რომ ქალებზეც კი ძალადობენ. ყველა ვინც იზოლატორში იყვნენ გაუვიდან დაკავების საათი და ამიტომ ყველა გაუშვეს. ეს ადამიანები აქვთ ნაცემები, ტანსაცმელი აქვს შემოხეული, არ უნდოდათ რომ ეს საზოგადოებას ეს სასამართლოზე ენახა და ამიტომ ჩუმად გაუშვეს.

გმირთა მოედანზე საქართველოს მოქალაქეების გასანეიტრალებლად, პოლიციამ ნამდვილი სპეცოპერაცია ჩაატარა. ერთ მომიტინგეზეე მინიმუმ სამი პოლიციელი მოდიოდა, ასფალტზე ყრიდნენ ქალებსაც. აქციის მონაწილეების მისამართით ისმოდა გინებაც.