"პირველებთან" დავამთავრე თუ არა ინტერვიუ, პოლიციამ შემითრია, მცემეს, სათვალე ახლაც დამტვრეული მიკეთია - გიორგი დუმბაძე

03.05.24 12:12
"პირველებთან" დავამთავრე თუ არა ინტერვიუ, პოლიციამ შემითრია, მცემეს, სათვალე ახლაც დამტვრეული მიკეთია - გიორგი დუმბაძე

პარლამენტის მიმდებარედ, აქციაზე დაკავებული 18 წლის ახალგაზრდა გიორგი დუმბაძე იზოლატორიდან გაათავისუფლეს - სტუდენტი "პირველებს" ესაუბრებოდა, როდესაც სამართალდამცველებმა თავიანთ კორდონში გადაისროლეს და დააკავეს.

დუმბაძე ამბობს, რომ პოლიციამ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა, დაუმტვრია სათვალე და ტელეფონი.

ახალგაზრდა ამბობს, რომ რამდენიც არ უნდა ურტყან და აგინონ ახალგაზრდებს, ისინი მაინც გავლენ აქციაზე და გააპროტეტსტებენ რუსულ კანონს.

ვაძლევ ინტერვიუს და უცებ, რამდენიმე წამში მესმის ჩემი სახელი და გვარი. პოლიციის კორდონთან ვარ ზურგით, ხელი მტაცეს და შემდეგ უკვე ერთმანეთს გადამაწოდეს და ისე აღმოვჩნდი კორდონის შუაში, სადაც მისწორდებოდნენ ფიზიკურად რამდენიმე ათეული წამი. მუხლი დამარტყეს, ხელი, მუცლის არეში, ბარძაყის არეში და ა.შ. ამ დროს სათვალე არ მეკეთა, ვერ დავინახე სახეები , სათვალეც იქვე რომ მომძვრა და მომაწოდეს ძაან უხეშად, მაგის მერე ასეთი მიკეთია ამ მდოგმარეობაში გატეხილი, სანამ ახალს არ ვიყიდი. რამდენიც არ უნდა გვირტყან, რამდენიც არ უნდა გვაგინონ, როგორც კი იზოლატორებიდან გამოვიდვართ, ისევ აქციებზე მივდივართ და ისევ ბრძლას ვუბრუნდებით", - ამბობს "პირველებთან" გიორგი დუმბაძე.