ვინ უსწორდებოდა მუშტებით და წიხლებით დემონსტრანტებს? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
ვინ უსწორდებოდა მუშტებით და წიხლებით მშვიდობიანი აქციის დემონსტრანტებს? - "პირველებმა" გმირთაა მოედანზე მომხდარი ანგარიშსწორების შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. დგინდება, რომ მოძალადეთა დაჯგუფებისს ლიდერი ჯონდო ურიადმყოფელი - ბრალდებულია. სწორედ ურიადმყოფელი მონაწილეობდა აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ ერთ-ერთ დაპირისპირებაში, რა დროსაც სისხლიანი გარჩევა მოხდა. ამ საქმეზე ჯონდო ურიადმყოფელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა, თუმცა ის არავის დაუკავებია, მის წინააღმდეგ კი საქმე ამ დრომდე არსებობს. ასევე ცნობილია, რომ უარიადმყოფელი ქურდობაშიც იყო ბრალდებული.
"პირველები" ასევე სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცრებასაც ცდილობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ძალადობაში მხილებული, მინიმუმ, ერთი კაცი, ვინც გუშინ რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს ქუჩა-ქუჩა დევნიდა და წიხლებით უსწორდებოდა.