"პოლიციის მანქანაში გაუსწორდნენ" - ადვოკატის თქმით, აქციაზე დაკავებული ერთი მამაკაცი ნაცემია

03.05.24 13:25
"პოლიციის მანქანაში გაუსწორდნენ" - ადვოკატის თქმით, აქციაზე დაკავებული ერთი მამაკაცი ნაცემია

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ერთი მამაკაცი ნაცემია - უფლებადამცველის თქმით, აქტივისტს გორიდან, ლაშა ჯიოშვილს პოლიციის მანქანაში გაუსწორდნენ, ხოლო მისი დაკავების ბრძანება უშაულოდ გოგა მემანიშვილმა გასცა.

ადვოკატის ინფორმაციით, მშვიდობიანი დემონსტრაცის მონაწილეს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება, ტანსაცმელი კი შემოხეული აქვს. დაკავებული ახლა სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება. 

ეს ადამიანები არიან უკანონოდ დაკავებულები. ერთ-ერთ დაკავებული აღნიშნავს, რომ, როდესაც მანქანაში ჩასვეს, უკვე ედო მას ბორკილები, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას თავი ჩააწევინა და ხელი დაარტყა, ამის შემდეგ რამდენიმე გაუსწორდა და ურტყამდა მანქანაში. ის აღნიშნავს, რომ გოგა მემანიშვილმა მას პირდაპირ შეაგინა და შეგინებით დაიძახა, რომ ეს ადამიანი დააკავეთო. ეს არის ღირსებისშემლახველი და არაადამიანური მოპყრობა", - ამბობს ადვოკატი.

მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 11 ადამიანიც. დიდი ალბათობით, მათი წინასწარი პატიმრობისთვის სრულ 48 საათიან ვადას გამოიყენებენ. შემდეგ კი სასამართლოს გარეშე, იზოლატორებიდან გაუშვებენ. ადვოკატის თქმით, სწორედ ამას აჩვენებს გასული დღეების პრაქტიკა.

4-დან ერთი ნაცემია, ორს არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის შესაძლებლობა. ცემის ფაქტზე ჩვენ სახალხო დამცველის აპარატსაც მივაწოდეთ ინფორმაცია. შესაძლოა, როგორც წინა პრაქტიკამ გავჩვენა, გაუგრძელონ 48 საათი. სხვა შემთვევაში, დღეს სარამოს უნდა გაათავსიუფლონ ოთხივე მათგანი", - ამბობს უფლებამდამცველი. 

გმირთა მოედანზე საქართველოს მოქალაქეების გასანეიტრალებლად, პოლიციამ ნამდვილი სპეცოპერაცია ჩაატარა. ერთ მომიტინგეზეე მინიმუმ სამი პოლიციელი მოდიოდა, ასფალტზე ყრიდნენ ქალებსაც. აქციის მონაწილეების მისამართით ისმოდა გინებაც.