დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე პირები, ვინც აქციის მონაწილეებზე იძალადა? - პოლიცია კითხვას არ პასუხობს
მოახდინეს თუ არა იდენტიფიცირება და დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე ის პირები, ვინც გუშინ გმირთა მოედანზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა? - ვაკე-საბურთალოს განყოფილების გამომძიებლები "პირველების" კითხვას არ პასუხობენ. ინფორმაციას ამ დრომდე არც შსს ასაჯაროებს.
მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება პოლიციას გადასცეს, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ დაკავშირებია.
ვიდეოები გვაქვს,ს ახეზე ჩანან, ვინ არიან, ტატუებიც კი ეტყობათ და ყველა გასარჩევია. მანქანის ნომრები გვაქვს. აბსოლუტურად ყველა დეტალი გადავეცით პოლიციას და ამ დდრომდე არავის არ დაგვკავშირებია, - ამბობს აქციის მონაწილე.