"ხელისუფლების მიზანი არის დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის გაჩუმება" - ჩახუნაშვილი
ქვეყანაში პრესის თავისუფლება სულ უფრო საგანგაშო ნიშნულზე ჩამოდის - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლია ჩახუნაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის გაჩუმებაა, რადგან მისი თქმით, სწორედ კრიტიკულ მედიას შექავს დისონანსი ხელისუფლების "ვარდისფერ ჰარმონიაში"
ხელისუფლების მიზანი არის დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის გაჩუმება, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ინსტიტუცია ქვეყანაში არასამთავრობო სექტორთან ერთად, რომელიც მონიტორინგს უწევს და ამხელს კორუფციას, ნეპოტიზმს, იმ უკანონობას, რომელიც არაერთ სექტორში ხდება. ვარდისფერ ჰარმონიაში კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიას დისონანსი შეაქვს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ეს არის დიდი პრობლემა და ისინი სხვადასხვა ღონეს მიმართავენ კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად", - ამბობს ჩახუნაშვილი.
პრესის თავისუფლების ინდექსით 180- ქვეყნიდან საქართველო 103-ე ადგილზე გავიდა. წლიდან წლამდე სახეზეა სრული რეგრესი. თუ გასულ წელს იგივე რეიტინგებში საქართელოს 61 ქულა ჰქონდა, წელს ეს მაჩენებელი 53-მდე შემცირდა. "რეპორტიორები საზღვრებსს გარეშე" იტყობინება, რომ საქართელოში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიისთვის, მედიაა გარემო მტრულია, გაზრდილია ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობისს ფაქტებიც.