"ჩამწიხლეს, თავში მძლავრად ჩამარტყეს და გავითიშე" - მოძალადეების მიერ ნაცემი მომიტინგე
მშიდობიანი აქციის მონაწილე, რომელიც მოძალადეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარს იხსენებს. ნიკა ბუთხუზი, რომელიც ამ დროისათის საავადმყოფოშია მოთავსებული, ამბობს, რომ აგრესიულად განწყობილმა პირებმა ის წიხლებით მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ მან აქციის კიდევ ერთი სასტიკასდ ნაცემი მონაწილის დახმარება სცადა. მომიტინგის თქმით, ერთ-ერთმა მოძალადემ მას თავში მუშტი ისე მძლავრად ჩაარტყა, რომ რამდენიმე წამით გონება დაკარგა.
მანქანამ გამიზნულად, აშკარად მიარტყა ველოსიპედისტს. ამის ნიადაგზე დაიწყო შელაპარაკება. მანქანა გატენილი იყო აშკარად სპორტსმენებით. ტანზე ეტყბოდათ და იყვნენ ძალიან აგრესიულად განწყობილები. გადმოცვივდნენ, დავინხე, რომ ბიჭი ეგდო ძირს და რამენიმე კაცი წიხლავდა. მივედი და იმ ბიჭს ხელი გავუწოდე, რომ წამომეყენებინა, რა დროსაც გადმოვიდნენ ჩემზე. წავიქეცი მეც იმ ბიჭის გვერდზე და შემდეგნენ წიხლებით. მე რომ წამოვდექი, მოძალადეების ნაწილი უკვე მანქანაში იყო. გავიქეცი მაგ მანქანისკენ და დავარტყი მუშტი. ამის შემდეგ დაიწყო უკვე მეორე ტალღა ცემის და ვიგრძენი ძლიერი დარტყმა თავში და რამდენიმე წამით გავითიშე, - ყვება ნიკა ბუთხუზი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს მოულოდნელად უცხო პირები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.