სრულიად მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტებისა და ლგბტქ თემის წინააღმდეგ - ეუთო-ს თავმჯდომარე

13.07.21 10:12
სრულიად მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტებისა და ლგბტქ თემის წინააღმდეგ - ეუთო-ს თავმჯდომარე

ეუთო-ს თავმჯდომარე, ან ლინდე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ ჟურნალისტებსა და ლგბტ საზოგადოებაზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია. ან ლინდეს თქმით, დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ.

შოკირებული ვარ   ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვით. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ოჯახს და მეგობრებს. ძალადობა ჟურნალისტებისა და ლგბტქ თემის წინააღდმეგ სრულიად მიუღებელია. დამნაშავეები უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე", - წერს ლინდე. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები