გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა

03.05.24 16:27
გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა

გუშინ ღამით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

გმირთა მოედანზე საქართველოს მოქალაქეების გასანეიტრალებლად, პოლიციამ ნამდვილი სპეცოპერაცია ჩაატარა. ერთ მომიტინგეზეე მინიმუმ სამი პოლიციელი მოდიოდა, ასფალტზე ყრიდნენ ქალებსაც. აქციის მონაწილეების მისამართით ისმოდა გინებაც.