"პარაგრაფთან" აქციისთვის ემზადებიან - ივანიშვილის სასტუმროსთან განსაკუთრებული მობილიზებაა

03.05.24 17:10
"პარაგრაფთან" აქციისთვის ემზადებიან - ივანიშვილის სასტუმროსთან განსაკუთრებული მობილიზებაა

 

"პარაგრაფთან" აქციისთვის ემზადებიან - ივანიშვილის სასტუმროსთან, სადაც ხელისუფლების წარმოამდგენლებს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა აქვთ ჩანიშნული განსაკუთრებული მობილიზებაა.

ადგილზე დამატებითი სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია აუკვე პატრულირებს და ქუჩებიც მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია.

დიდი ალბათობით, რუსული კანონის მხარდამჭერ "მეოცნებეებს" დღეს დიდი უხერხულობის და ხმაურის ფონზე მოუწევთ მასაცუ გუ ასაკა-ვასთან საუბარი. 

აქტივისტები ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია,  არა მარტო ქვეყნის შიგნით ისმოდეს პროტეტსტი, არამედ საერთაშორისო პარტნიორებსაც მიაწვდინონ ხმა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გამუდმებით, ყველგან უნდა ესმოდეთ ქართველი ხალხის ხმა და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ის გარემოცვა, სადაც ისინი ხვდებიან და რა სიტუაციაშიც ხვდებიან, ყველგან მიდიოდეს ამ თემაზე საუბარი. ჩენ გვექნება ინგლისურ ენაზე პლაკატები, რომლითაც მოვუწოდებთ სწორედ ამ სტუმრებს, რომ მიმართონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გავჩერდებით ღონსიძების დასრულებამდე, 9 საათამდე ადგილზე. აქცია იქნება სრულიად მშვიდობიანი", - ამბობს "სირცხვილიას" წარმომადგენელი. 

რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება - მშვიდობიანი დემონსტრანტები დღესაც ქუჩაში გადიან.

დარბევების, დაშინების, ცემის და მორალური ტერორის მიუხედავად, ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს "ოცნების" პრორუსულ პოლიტიკას ბოლომდე დაუპირისპირდნენ. შეკრება ზუსტად შვიდ საათზე, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყება. შეხვედრის ერთი ადგილი საქართველოს პარლამენტია, მეორე კი ივანიშვილის სასტუმრო.

საკანონდებლო ორგანოსთან ტრადიციულად 7 საათზე დაიწყებენ აქციის მონაწილეები შეკრებას. ზუსტად 7 საათზეა დაგეგმილი პერფომანსი ივანიშვილის სასტუმროსთან.

დღეს აქციის მონაწილეები კვლავ გაემართებიან იუსტიციის სახლის მიმდებარე, მშრალ ხიდზე მათ პერფომანსი ექნებათ, შემდეგ ისინი ქაშუეთთან გაჩერდებიან და ასე მსვლელობთ მოივლიან თბილისის ქუჩებს, რათა უფრო კარგად ხმა ჩვენს ხელისუფლებას და კიდევ უფრო ხმამაღლა უთხრან არა რუსულ კანონს.