"ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ სამივეს, მანქანა მოსრიალებულა" - მესტიაში ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს

03.05.24 17:31
"ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ სამივეს, მანქანა მოსრიალებულა" - მესტიაში ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს

მესტიაში ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს  - სოფელ ნაკრაშიი  მაშველები სამ მე-12 კლასელს გუშინდელი ღამიდან ვერ აგნებენ. მოზარდები ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სავარაუდოდ მდინარეში ჩაცვივდნენ.

ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი. სამძებრო სამუშაოებში მთელი სოფელია ჩართული.

ირკვევა, რომ სკოლის მოსწავლეები მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, გზაში კი ამინდი შეიცვალა, რის შედეგადაც მანქანა მოსრიალდა და წყალში გადავარდა.

მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ. ამინდის ცვლილების გამო ავტომობილი გზაზე მოცურდა.

ორი ბიჭი და ერთი გოგო იყვნენ. ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ ახლა, 18-ში. მთელი სოფელი და მთელი სამაშველო ეძებდნენ მთელი ღამე", - ამბოსბ ადგილობრივი.

სამი მე-12 კლასელის ძებნა-შველის ოპერაცია უკვე 24 საათია მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში საგანეგბო სიტუაციების მართვის სამსახური მდინარეში მყვინთავებს ჩაუშვებს და ასე განაგრძობს სამაშველო ოპერაციას.