ფეხბურთელების პროტესტი - ივანიშვილმა სპორტსმენების ყიდვა ვერ შეძლო

03.05.24 20:54
ფეხბურთელების პროტესტი - ივანიშვილმა სპორტსმენების ყიდვა ვერ შეძლო

 

 

ივანიშვილის დაანონსებულმა 30-მა მილიონმა ქართველი ფეხბურთელების ღირსება და თავისუფლება ვერ იყიდა. სპორტსმენები რუსულ კანონს ერთმანეთის მიყოლებით აპროტესტებენ. ყველაფერი ბუდუ ზივზივაძის ინსტაგრამ პოსტით დაიწყო და სერიებად გაგრძელდა. ასეთი მკაფიო და კონკრეტული გზავნილები ეროვნული ნაკრების წევრებს ამ დრომდე არ ჰქონიათ. "გაიწვიეთ რუსული კანონი" - ეს იყო ქართველი ფეხბურთელების მთავარი სათქმელი.

საამაყო სპორტსმენების პროტესტი "ოცნებისთვის" დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ხელისუფლება, რომელიც ფეხბურთელების წარმატებასაც თავად მიიწერდა, ამას სავარაუდოდ, არ ელოდა. ფეხბურთელების ლანძღვა ვერ გაბედეს, ამიტომ გადაწყვიტეს, სპროტსმენებს ჭკუა დაარიგონ და უთხრან, რომ კანონი, რომელსაც აპორტესტებენ, არ არის რუსული და ისინი შეცდომაში შეიყვანეს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.