ხელშეუხებელი მოძალადეები - ე.წ. სიკვდილს ბრიგადების წევრების ნაწილს ფულს თბილისის მერია უხდის

03.05.24 20:47
ხელშეუხებელი მოძალადეები - ე.წ. სიკვდილს ბრიგადების წევრების ნაწილს ფულს თბილისის მერია უხდის

 

 

მთავრობისგან წახალისებული ძალადობა თბილისის ქუჩებში - შს სამინისტრო ახალგაზრდებზე თავდამსხმელებს არ აკავებს. იდენტიფიცირებულია 10-ზე მეტი მოძალადე, რომლებიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. არსებობს პირდაპირი მტკიცებულება -ვიდეოკადრები, ფოტოები, არსებობენ ნაცემი ადამიანები, რომლებიც თავდასხმის სერიებს დეტალურად იხსენებენ, მაგრამ გომელაურის უწყება ამ დრომდე უმოქმედოა.

სადამსჯელო რაზმის წევრებს ხელფასს თბილისის მერია უხდის. ირკვევა, რომ რამდენიმე ზონდერი, ვინც გუშინ ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ, მერიაში, მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეები არიან და ყოველთვიურად  თბილისის ბიუჯეტიდან 500 ლარს იღებენ. ამავე ჯგუფის წევრები არიან კორცხელის ცნობილი რაზმის წევრები. ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა, აჩენს ეჭვს, რომ სადამსჯელო რაზმები შვილების თაობის წინააღმდეგ ქუჩაში ხელისუფლებამ გაუშვა.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.