პასუხი აგონ დამნაშავებმა - რიში და კინზინგერი ლაშქარავას გარდაცვალებაზე
პასუხი აგონ დამნაშავებმა - სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალებას და მასზე მომხდარ ძალადობას ეხმაურებიან.
ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები საქართველოში დასაძრახია. ვლოცულობ ლაშქარავას და მისი ოჯახისთვის - ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე, უნდა მიეცენ პასუხისგებაში. კანონის უზენაესობა ეხმარება მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს.
მთავრობამ უკეთ უნდა დაიცვას კონსტიტუციური უფლებები, თავისუფალი შეკრებისა და თავისუფალი სიტყვის უზრუნველყოფის. მოქალაქეები არიან უსაფრთხოდ, როცა ამით სარგებლობენ თანაბრად. ხალხი, ვინც ხელს უშლის ამ უფლებით სარგებლობას, კანონის სრული ძალით უნდა დაისაჯოს. ეს საქართველოსთვის პოლიტიკურად რთული დროა და ძალადობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ყველა და ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს”, - განუცხადა სენატორმა “ამერიკის ხმას”.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ამერიკის ხმასთან” კონგრესმენმა ადამ კინზინგერმაც.
კონგრესმენი აღშფოთებულია ძალადობით, რომელიც ახლა სიკვდილით დასრულდა. ის მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ მათ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს სასამართლო იქნება დამოუკიდებელი”, - განუცხადა კონგრესმენის ოფისმა “ამერიკის ხმას”.