"პოლიციას სიტყვაზე უნდა ენდოთ" - სირაძე ვერ ამბობს, აქვს თუ არა პოლიციას "პარაგრაფთან" დაკავებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე გადაჭრით ვერ ამბობს, ჰქონდა თუ არა პოლიციელს ჩართული სამხრე კამერები, როდესაც სასტუმრო "პარაგრაფთან" მიმდინარე აქციაზე 1 პირი დააკავა.
სირაძე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდამ პოლიციელს შეაგინა, თუმცა არ ამბობს, აქვს თუ არა პოლიციას მტკიცებულებები.
ერთი პიროვნება, აქციის მონაწილე გამოვიდა, აქციის მონაწილეებს გამოეყო და შეაგინა პოლიციის თანამშრომლებს," - ამბობს სირაძე.
როგორც თბილისის პოლიციის უფროსი აცხადებს, სამართალდამცავებს "სიტყვაზე უნდა ვენდოთ."
"პირველების" კითხვაზე, აქვთ თუ არა სამხრე კამერები ჩართული პოლიციელებს, სირაძე ამბობს, "აქვთ ხოლმე".
"უშუალოდ დამკავებელი პოლიციელი ამბობს, რომ შეაგინა... რა თქმა უნდა პოლიციელს უნდა ვენდოთ"- უთხრა მან "ტვ პირველს" და დასძინა "იქნება მტკიცებულება".
თბილისში, სასტუმრო "პარაგრაფთან", სადაც რუსული აქციის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს.
ასევე ნახეთ: აქვთ თუ არა სამართალდამცველებს სამხრე კამერები ჩართული? - "პირველების" ექსპერიმენტი