მსვლელობა იწყება - პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრი "ქართული ოცნების" ოფისი ხდება
რუსთაველის გამზირიდან მშვიდობიანი დემონსტრანტები რამდენიმე წუთში მსვლელობით "პარაგრაფთან" გადაინაცვლებენ, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
თავდაპირველ ეტაპზე, მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილის სასტუმროსთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისისკენ ერთიანად გაემართებიან.
ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები "არა რუსულ კანონს, წინ ევროპაში" სკანდირებენ. ადგილზე პოლიტიკოსები, აქტივისტები, ხელოვანები, სტუდენტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან შეკრებილები.