რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისშიც მიმდინარეობს

03.05.24 21:14
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისშიც მიმდინარეობს

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისშიც მიმდინარეობს - ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები, თავდაპირველად, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს.

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - სკანდირებენ მოქალაქეები. მშვიდობიან დემონსტრაციაზე პოლიტიკოსები, ხელოვანები, სტუდენტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც "ოცნების" ინიციატივას არას კიდევ ერთხელ ეუბნებიან.