დემონსტრანტებმა სანაპიროზე, "ოცნების" ოფისთან, გზა გადაკეტეს

03.05.24 21:59
დემონსტრანტებმა სანაპიროზე, "ოცნების" ოფისთან, გზა გადაკეტეს

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

შეგახსენებთ, რომ მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან მარშით "პარაგრაფამდე" გადაინაცვლეს, შემდეგ კი მსვლელობით მმართველი პარტიის ოფისისკენ გაემართნენ.

ამის პარალელურად, "ქართული ოცნების" ოფისთან სპეცდანიშნულების რაზმის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.