ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი რუსულ კანონს გმობს და მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს - ინსტიტუტი განმარტავს, რომ იქამდე, სანამ "ქართული ოცნება" საგარეო კურსს არ შეიცვლის, მათთან თანამშრომლობა არ გაგრძელდება.
ISET-ი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი რისკის ქვეშ დააყენა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 2011 წლიდან ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის დიალოგს და ქვეყნის განვითარებას კვლევითი საქმიანობითა და ეკონომიკური ექსპერტიზით, გმობს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის რისკის ქვეშ დაყენებას და ‘რუსულ კანონს’ და წყვეტს მთავრობასთან თანამშრომლობას იმ მომენტამდე, სანამ საქართველოს მთავრობა კვლავ ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება," - წერია განცხადებაში.