ახალგაზრდები ქაშუეთთან ლოცულობენ

03.05.24 23:16
ახალგაზრდები ქაშუეთთან ლოცულობენ

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები ქაშუეთის ეკლესიასთან ლოცულობენ - მათ რამდენიმე წუთის წინ "მამაო ჩვენო" წაიკითხეს. 

ევროპული ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები დღევანდელ რელიგიურ დღესასწაულს პატივს აგებენ.

მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილი ეკლესიაში, ნაწილი კი ქაშუეთის ეზოში ანთებული სანთლით დგას.