"აღდგომას შევხვდებით ქაშუეთთან" - ახალგაზრდები

03.05.24 23:26
"აღდგომას შევხვდებით ქაშუეთთან" - ახალგაზრდები

"ერთად დავანთოთ სანთელი" - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები 4 მაისს, 23:00 საათზე ქაშუეთთან შეიკრიბებიან და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.

ამ წუთებში მოქალაქეები ქაშუეთის ეკლესიასთან ლოცულობენ - ევროპული ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები დღევანდელ რელიგიურ დღესასწაულს პატივს აგებენ.

მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილი ეკლესიაში, ნაწილი კი ქაშუეთის ეზოში ანთებული სანთლით დგას.