საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტი გათიშული იყო - რას ამბობს რატი ბრეგაძე

04.05.24 00:46
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტი გათიშული იყო - რას ამბობს რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია. მინისტრი წერს, რომ "სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია". 

ცნობისთვის,  მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymous X-ზე წერს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა. 

რას ამბობს რატი ბრეგაძე?

სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია. 
დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა. 
P.S იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდით სარგებლობს ბევრი ადამიანი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა,  და იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. შესაბამისად ზიანი ადგება ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი აუცილებლობა"- წერს ბრეგაძე.