"ფარსი და პროვოკაცია" - აქციის მონაწილეები შსს-ს პასუხობენ

04.05.24 11:20
"ფარსი და პროვოკაცია" - აქციის მონაწილეები შსს-ს პასუხობენ

აქციის მონაწილეები შსს-ს პასუხობენ და ამბობენ, რომ გომალაურის უწყების განცხადბეა სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია და ფარსი.

ყველა, ვინც აქ იმყოფება, ყველამ ვიცით რისთვის ვართ მოსულები, რა გვინდა ჩვენი მომავალი თაობისთვის და ეგეთ პროვოკაციებს, ეგეთ ფარს ინფორმაციას ნუ აყვებით. გამოდით, ჩვენთან ერთად დადექით და თქვენივე თვალით დაინახავთ იმ ყველაფერს, თუ რეალურად რა ხდება, რისი მიღწევა გვინდა ჩვენი მომავალი თაობისთვის", - ამბობს აქციის მონაწილე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ "გეგმავდნენ მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, ჩაეცვათ უწყების წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა".