დუმაში არჩევნებში “უცხოეთის აგენტების” მონაწილეობის შემზღუდავ შესწორებებს მხარი დაუჭირეს

04.05.24 12:19
დუმაში არჩევნებში “უცხოეთის აგენტების” მონაწილეობის შემზღუდავ შესწორებებს მხარი დაუჭირეს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სახელმწიფოს შენებისა და საკანონმდებლო კომიტეტმა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას მიიღო შესწორებები, რომლებიც „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მქონე პირებს არჩევნებში მონაწილეობისა და არჩევნებზე დამკვირვებლობის საშუალებას შეუზღუდავს. 

შესწორებებით, „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ყველა დონის არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირება და ასევე კანდიდატის მინდობილ პირად ყოფნა აღარ შეეძლებათ.