ცდილობენ, ჩემი შვილის სახელი წაბილწონ - ლექსო ლაშქარავას დედა

13.07.21 11:10
ცდილობენ, ჩემი შვილის სახელი წაბილწონ - ლექსო ლაშქარავას დედა

"ცდილობენ, ჩემი შვილის სახელი წაბილწონ"- ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, დედა, თინათინ კახიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდობლობას უცხადებს. 

ცდილობენ, როგორმე ლექსოს სახელი წაბილწონ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ, მაგრამ თაიასთვის?! (ლაშქარავას 9 წლის გოგონა). ჩემთვის ნარკომანზე საზიზღრობა არავინ არ არის, რატომ უნდა მიანიჭოთ ჩემ შვილს ეს სახელი?!"- განაცხადა კახიძემ. 

ლექსოს დეიდა ამბობს, რომ მიცვალებულის სახელის დისკრედიტაციას ეწევიან: 

დედამისმა იცოდა, რომ ნარკომანი იყო და ამიტომ არ უნდოდათ ექსპერტიზაზე გადაყვანაო. არადა, ამას წინაპირობა ჰქონდა, რატომ არ უნდოდა ჩემ დას ექსპერტიზა. ძალიან კარგი, რომ მოხდა ექსპერტიზა, ახლა სიმართლე დადგინდება. თუ მის სისხლში იქნებოდა ნარკოტიკული ნივთიერება, იქნებოდა "მორფინი", რომელიც 8 ივლისს, საავადმყოფოდან გამოსვლისას გაუკეთეს"- თქვა ლაშქარავას დეიდამ. 

ოჯახი ინტერესდება, ვინ არის მეგობარი, ვინც ლაშქარავასთან ერთად გადაადგილდებოდა. 

მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემ ​ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილი ოპერატორის სახლში დილიდან ხალხმრავლობაა.