მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება

04.05.24 14:53
მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება

მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა იერუსალიმი და აღდგომის ტაძარია.  წუთი-წუთზე იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილოს მესამე მაცხოვრის საფლავზე შევა და ამის შემდეგ უკვე ყველა წმინდა ცეცხლის გამოტანას დაელოდება. 

იერუსალიმში შექმნილი ვითარების გამო, წელს მაცხოვრის საფლავზე უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ცერემონიაზე დასწრება მომლოცველებს მხოლოდ  სპეციალური აკრედიტაციით შეუძლიათ. წმინდა მიწის ადგილების სტატუს-კვოს შესაბამისად, ცერემონიას ასრულებენ იერუსალიმის მართლამდიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, კოპტური და სირიული ეკლესიების მღვდელმსახურები. უკვე შესრულდა არაბი მორწმუნეების ტრადიციული ლიტანიობაც - შეძახილებით. აღდგომის ტაძარში ახლა ასობით მორწმუნეა შეკრებული, მათ შორის არიან ქართველებიც.