მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

04.05.24 15:13
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა - 15:13 სააათზე მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა.  

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორისმომლოცველები საქართველოდანაც არიან .

წმინდა ცეცხლი თბილისში საღამოს 23:40 საათისთვის ჩამოვა. აერიოპორტიდან საპატრიარქოს დელეგაცია წმინდა მიწიდან ჩამოტანილ ცეცხლს პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ. სამებიდან კი ის მთელს ქვეყანაში გავრცელდება.

წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.