"არა რუსულ კანონს" - მოქალაქეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშუეთის ტაძარში შეხვდებიან

04.05.24 15:25
"არა რუსულ კანონს" - მოქალაქეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშუეთის ტაძარში შეხვდებიან

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ქართველი მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშუეთის ტაძარში შეხვდებიან - დღეს, 11 საათზე, პარლამენტის წინ ახალგაზრდები თანამოაზრეებს სანთლებით ხელში ელოდებიან.

მას შემდეგ, რაც ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები აღდგომას ერთად შეხვდებიან, მოქალაქეები თბილისის ცენტრალურ გამზირებზე მსვლელობას დაიწყებენ.

მომიტინგეები "პირველებთან" ამბობენ, რომ ეს პროტესტის განსხვავებული ფორმა იქნება, თუმცა ამის გარეშე მაინც შეუძლებელია, რადგან მათი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ რუსულ კანონზე უარის თქმას არ აპირებს.

აღდგომა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, როდესაც სიკვდილი დამარცხდა და სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე. დღეს, 11 საათზე ვიკრიბებით ქაშუეთის ეკლესიასთან. მთელი ერი ერთად აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ველოდებით საქართველოს ყველა მოქალაქეს სანთლებით ხელში", - ამბობს ახალგაზრდა.