საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება - კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შუალედურ დასკვნას - შავგულიძე

13.07.21 11:17
საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება - კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შუალედურ დასკვნას -  შავგულიძე

ფრაქცია "ლელოს" წევრი და იურისტი, შალვა შავგულიძე, განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შუალედურ საექსპერტო დასკვნას არ ითვალისწინებს. შავგულიძის აზრით, რაც შსს-მ ლექსო ლაშქარავას საქმეზე განაცხადა, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობა ხელისუფლების მიერ. შავგულიძე ასევე იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ საგამოძიებო უწყებას არანაირი  დასკვნა, ექსპერტის მიერ ხელმოწერილი, არ წარმოუდგენია. 

სისხლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირ შუალედურ საექსპერტო დასკვნას. ვიდრე საექსპერტო კვლევა არ დასრულდება და დასკვნას ხელს არ მოაწერს კვლევაში  მონაწილე ყველა ექსპერტი და დასკვნას არ მიეცემა შესაბამისი ნომერი, ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს. ვერც ერთი ექსპერტი ვერ იტყვის შუალედურ დასკვნაზე, ჩვენ ვერც ვნახეთ ვინმემ, გვაჩვენა რამე დასკვნა ხელმოწერილი ვინმე ექსპერტის მიერ? ეს ემსახურება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზანს ხელისუფლების სასურველი მიმართულებით - ამბობს შალვა შავგულიძე.