რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული კაცი სასამართლო პროცესის მოლოდინშია

04.05.24 15:42
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული კაცი სასამართლო პროცესის მოლოდინშია

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული მამაკაცი სასამართლო პროცეს ელოდება - ახალგაზრდა მომიტინგე გუშინ პოლიციამ "პარაგრაფთან" სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავა.

ერთი-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა დაკავებული დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ცოტახნის წინ მოინახულა. როგორც ადვოკატი ამბობს, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, სამოქალაქო აქტივისტს ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი არ აღენიშნება.

ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ მამაკაცს, სავარაუდოდ, ხვალ, დაკავებიდან 48-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ გაუშვებენ.

ქსელს მომართა ერთი ადამიანის ოჯახმა, რომელიც მოვინახულეთ. ნაცემი არ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს. შეიძლება, 24 საათი გააჩერონ, ან შეიძლება, გამოიყენონ დამატებითი 24 საათი. ჩვენთვის ზუსტად რა ჩაიწერა ოქმში ცნობილი არ არის. ცნობილი არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მტკიცებულებები არ არის. ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ეს ინფორმაცია, რასაც სტანდარტულად იყენებენ ხოლმე დაკავების დროს", - ამბობს ადვოკატი.