გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი - ჟურნალისტების უპრეცედენტო პროტესტი კანცელარიაში

13.07.21 11:20
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი - ჟურნალისტების უპრეცედენტო პროტესტი კანცელარიაში

ჟურნალისტების უპრეცედენტო პროტესტი კანცელარიაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გადაღებაზე მყოფმა მედიის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგის დაწყებამდე "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს. 

ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ხელში ჰქონდათ ლექსო ლაშქარავას ფოტოები და ფურცლები წარწერებით: "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი", "დაისაჯონ დამნაშავეები". 

5 ივლისს ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისში თავს დაესხნენ. მას ცემისგან სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაციაც.

ლექსო 11 ივლისს დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმინალისტებმა ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი საცხოვებელი სახლიდან ტომრით გაიტაცეს. 

შსს ოპერატორის გარდაცვალებას ნარკოტიკებით შესაძლო ზედოზირებას უკავშირებს. გომელაურის უწყება და მთლიანად ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ გრძნობს იმაზე, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლაშქარავას "ორკები". 

ლაშქარავას სახელის შებღალვაზე ბოლო სამი დღეა პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობს, რამაც ჩვენი ოპერატორის დედის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ჟურნალისტთა კორპუსი ლაშქარავას გარდაცვალების გამო ქუჩაში გავიდა, მედია და საზოგადოება პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომას უთხოვენ. 

 

მსგავსი სიახლეები