დროის ათვლა დაწყებულია - დემონსტრანტები ქაშუეთის ეკლესიაში 22:00 საათიდან შეიკრიბებიან
დროის ათვლა დაწყებულია - 22:00 საათზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები ქაშუეთის ეკლესიაში სანთლებით მივლენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.
ამგვარი მშვიდობიანი აქცია ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც არის დაგეგმილი. ცნობილი ხდება, რომ 21:00 საათზე რუსთავიდან თბილისში ადამიანები ავტოკოლონებით გადმოინაცვლებენ და ტაძარში შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.
შვილების თაობა "პირველებთან" ამბობს, რომ დღეს საზოგადოება კიდევ ერთხელ დაანახებს ხელისუფლებას, თუ როგორ გაიმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე.
შევიკრიბებით ქაშუეთთან. შევხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენ შეკრებას ასეთი ფორმა ექნება, რომ მივალთ სანთლებით და როგორც ყოველთვის, მშვიდობიანად. მსვლელობა არ იგეგმება. 11 საათზე შევიკრიბებით ქაშუეთის ეკლესიასთან", - ამბობს ვადო მაჭავარიანი.