რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ფრანკფურტშიც მიმდინარეობს
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გერმანიაშიც მიმდინარეობს - ქართველი ემიგრანტები ქალაქ ფრანკფურტიდან "ქართული ოცნების" ინიციატივას არას ეუბნებიან.
"არა რუსულ კანონს" - სკანდირებენ დემონსტრანტები და ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
ცნობისთვის, დღეს, 11 საათზე ევროპული ღირებულებების მქონე ადამიანები სანთლებით ხელში ქაშუეთის ეკლესიაში შეიკრიბებიან და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას ერთად დაელოდებიან.