ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - გარდაცვლილია ერთი, დაშავდა შვიდი

04.05.24 19:15
ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - გარდაცვლილია ერთი, დაშავდა შვიდი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა.

"პირველების" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.