საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა? საპატრიარქო არის პატრიარქის ადმინისტრაცია - ჯაღმაიძე

13.07.21 11:28
საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა? საპატრიარქო არის პატრიარქის ადმინისტრაცია  - ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ძალადობას მედიის და მოქალაქეების მიერ გამართულ მიტინგზე ხედავს, ხოლო 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიოარქო უმაღლესი სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ სიძულვილის ენის შემცველ და ძალადობრივ  განცხადებებზე  პასუხისმგებლობას არ იღებს. 

საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა? რომელი არაერთი მოწოდება იყო ძალადობაზე? ძალადობას ეხლა ვხედავთ მიტინგზე, საპატრიარქოს მიმართ არის სიძულვილის ენა აღუწერელი, მაგ მიტინგზე დარწმუნებული ვარ ლექსო არ მივიდოდა. ცალკეული მეუფე არ არის საპატრიარქო ყველა მეუფე არ აერთიანებს საპატრიარქოს, საპატრიარქო არის პატრიარქის ადმინისტრაცია", - თქვა ჯაღმაიძემ.