მოსკოვის ცენტრში შეაჩერეს მანქანა, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატი გადაჰქონდა - BAZA

04.05.24 19:22
მოსკოვის ცენტრში შეაჩერეს მანქანა, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატი გადაჰქონდა - BAZA

მოსკოვის ცენტრში შეაჩერეს მანქანა, რომელსაც დაშლილი უპილოტო საფრენი აპარატი გადაჰქონდა - ამის შესახებ ტელეგრამ-არხი BAZA წერს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში რამდენიმე ადამიანი იჯდა, რომელთაგან ერთ-ერთი დარეგისტრირებული იყო იაკუტიაში, ისე, როგორც თავად მანქანა. დანარჩენი პირები კრასნოდარისა და ლენინგრადის ოლქებიდან იყვნენ.