ერეკლეს ამბავი - ბიჭი, რომელიც რუსული კანონის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ყანჩელის პატრიოტული ნოტებით იბრძოდა
საქართველოს შეფიცული მცვლელები - ერეკლეს ამბავი
მაშინ, როცა სპეცრაზმმა ნათელი თაობის აქციას გადაუარა 21 წლის ერეკლე თურქაძეც დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმყოფებოდა. მაშინ, როცა ნიღბიანის წინ აღმოჩნდა, თავში რაღაც სხვამ გაიელვა - განგებამ საპრეზიდენტო სასახლემდე მიიყვანა, სადაც ქუჩაში გზის პირზე, ერთი ძველი პიანინო ეგულება.
ყანჩელის "ჰერიო", მანამდე არაერთხელ დაუკრავს, მაგრამ იმ მომენტში, თითო ნოტს, სულ სხვა ძალა ჰქონდა. ცდილობდა, ყველაზე ხმამაღლა ემღერა რაც კი ოდესმე გამოსვლია, რომ რუსთველიდან ჭანტურიას ქუჩაზე, სპეცრაზმის ტყვიებს გარიდებული, აქციის მონაწილეებამდე ორბელიანის მოედნიდან გასაოცარი სიტყვების ძალას მიეღწია.
ასე სრულიად შემთხვევით, გადაიღო თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტის "ჰერიო" დარბევის ღამეს, აქციის მონაწილემ და გასაოცარი ემოციებით ნამღერმა ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის გვრამდეც მიაღწია, ახლა ერეკლეს უკვე ყველა იცნობს, ბიჭს, რომელიც რუსული კანონის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ყანჩელის პატრიოტული ნოტებით იბრძოდა
ერეკლე თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. უკვე მესამე კვირაა ჯგუფელებთან და მეგობრებთან რუსთაველზე დგას, უკვე ვეღარც ითვლის საქართველოსთვის ბრძოლაში რამდენი ღამე დასთენებია, ქვეყნის მთავარ საპროტესტო გამზირზე.
დედა საჯარო მოხელე ჰყავს, მამა აგვისტოს ომის ვეტერანია. ისევე როგორც ასი ათასობით ქართველი, ომის მონაწილე ოჯახის სარჩენად ემიგრაციაში წავიდა, რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში მდგარ შვილს ყოველ დღე აქციაზე ურეკავს, გაიგოს ამბები, საქართველოდან.
თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი სრულად