დიდი ალბათობით შეიძლება, შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში - ამირან გამყრელიძე

13.07.21 11:38
დიდი ალბათობით შეიძლება, შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში - ამირან გამყრელიძე

დიდი ალბათობით შეიძლება, შევიდეთ მეოთხე ტალღაში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის წინ გააკეთა. გამყრელიძის თქმით, ამ განცხადების გაკეთების საფუძველს გაუარესებული ეპიდსიტუაცია აძლევს. 

ქვეყანას ემუქრება რთული სიტუაცია, დიდი ალბათობით შეიძლება, შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში, ეპიდსიტუაცია უარესდება. მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ, მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ", - ამბობს ამირან გამყრელიძე.