ემოციურად იყო რთული, როცა სამართალდამცავები ევროკავშირს აგინებენ - დაკავებული აქტივისტი
გმირთა მოედანზე 2 მაისს დაკავებული აქტივისტი ბექა გაბადაძე თავისუფალია - ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ემოციურად რთული იყო, როცა სამართალდამცავები ევროკავშირს აგინებენ:
"გამათავისუფლეს უკანონო პატიმრობიდან. დამაკავეს 2 მაისს, გმირთა მოედანზე, დემონსტრაციაზე რომლითაც ჩვენს დემოკრატიას და ევროპულ არჩევანს ვიცავდით. ჩემთან ერთად დააკავეს შეყვარებული გოგო და ბიჭი. ასევე მამა-შვილი.
ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ემოციურად იყო რთული, როცა სამართალდამცავები ევროკავშირს აგინებენ და თან შეკრებისთვის გამუნათებენ. რთულია ამას უსმინო. მაგრამ ვარ შემართებით და მთელი გულით მჯერა, რომ არ გავრუსდებით. მივდივარ ფეხმოტეხილ დედასთან რომ ჩავეხუტო და მოვუარო. 83 დეპუტატს ვუსურვებ ისეთივე 48 საათს როგორიც ჩემს ოჯახს ჰქონდა," - წერს გაბადაძე.