აქციებზე დაკავებული აქტივისტები გათავისუფლდნენ - როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესები?
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აქტივისტები გათავისუფლნენ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით იზოლატორებში გამოკეტილი ადამიანები სასამართლო პროცესების გარეშე გამოუშვეს. ახლა პატიმრობაში კიდევ ერთი აქტივისტი რჩება, რომელსაც, სავარაუდოდ, დღეს გაუშვებენ.
გათავისუფლებული აქტივისტები მომხდარს იხსენებენ და პოლიციების მხრიდან ძალადობაზე ღიად საუბრობენ.
წვრილი გასასვლელი იყო, ველოდებოდით, რომ ხალხი გასულიყო, სულ ორი კაცი ეტეოდა იმ გასასვლელში და ესენიც რომ გვაწვებოდნენ, უცებ ხელში მომკიდა ვიღაცამ, მაისურიც შემომაფხრიწა და გამათრიეს. სახეზე ხელები მქონდა აფარებული, რომ არ მომხვედროდა, ერთი წიხლი გამომიქანეს, ხელში მომხვდა. მანქანაში რომ ჩამსვევს, მერე დავინახე ჩემი მეგობრები. ერთი ჩემი ძმა იყო, უკვე მაისური აღარ ეცვა და ძირს ჰაყვდათ დაგდებული და მეორე ჩემი მეგობარიც დაკავებული ჰყავდათ, - იხსენებს აქტივისტი.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ შსს ახალგაზრდებზე ძალადობით და დაკავებებით მათ დაშინებას ცდილლობს, თუმცა ცხადია, რომ ეს არ ჭრის. ინტერესების დამცველის თქმით, აქტივისტები გათავისუფლების შემდეგ ისევ აქციებს უბრუნდებიან და ბრძოლას ხელახალი შემართებით აგრძელებენ.
ძალიან ბევრი ადამიანი იყო და გზა გადაიკეტა, რაც არის კონსტიტუციით გარანტირეული უფლება თითოეული ადამიანის, მაგრამ ჩვენ შსს-ს ყოველთვის უნდა, რომ განახორციელოს დამსჯელობითი მექანიზმები, აკავებს ამ ადამიანებს, რომ შეაშინოს, მაგრამ პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ეს ადამიანები უფრო მხნედ გამოდიან და იზოლატორში როცა მოვინახულებ ხოლმე, ყევლას აქვს ერთადერთი სურვილი, რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ და აქციებს შეუერთდნენ, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
დაკავებულების უფლებამდაცველები ახლა სასამართლო პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან. ადვოკატები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეებზე პროცესები გაიმართება, ისინი პროკურატურას ერთობლივი წერილით მიმართავენ, რომ ყველა ნაცემი აქტივისტის საქმეები შეისწავლოს.