აღდგომა საოკუპაციო ხაზთან - ადგილობრივები წინაპრების საფლავებზე გასვლას ვერც წელს ახერხებენ
აღდგომა საოკუპაციო ხაზთან - რუსული სისასტიკის პირსპირ მცხოვრები მოქალაქეები, ოჯახის წევრების საფლავებზე გასვლას ვერც წელს შეძლებენ. ეგრედწოდებულ გამყოფ ხაზთან ცხოვრება სულ უფრო საშიში ხდება. საოკუპაციო ძალები ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდებიან და სასაფლოებთან ჩასაფრებულები ელოდებიან გაბედავს თუ არა ვინმე წინაპრების საფლავებზე წითელი კვერცხისა და პასკის გატანას.
საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ წინაპრების საფლავზე გასვლა შესაძლოა საოკუპაციო ძალების მხრიდან დაკავების ფასად დაუჯდეთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი ტრადიციის შენარჩუნებას მაინც ცდილობს.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები არაერთ შემთხვევას იხსენებენ, როდესაც საფლავზე გასული მოქალაქე საოკუპაციო ძალებს გაუტაციათ და დაუკავებიათ.
აქვეა საფლავები, ზევითაც არის, ზოგი ვერც კი გადის. ფრთხილობენ, ყოფილა, რომ გაუტაციათ ხალხი და წაუყვანიათ საფლავებიდან, ნახირიდან, - ამბობს ადგილობრივი.