არა რუსულ გავლენებს! - ქართველმა ემიგრანტებმა პარიზში აქცია გამართეს
ენა, მამული, ერთობა - ეს შეძახილები ისმოდა პარიზის ქუჩებში. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია საფრანგეთის დედაქალაქში ქათველმა ემიგრანტებმა გამართეს. იძულებით შრომით მიგრაციაში წასულმა ქართველებმა ქუჩებში საქართველო-ევროკავშირის დროშები გაიტანეს და პარიზში საქართველოს ეროვნული ჰიმნიც შეასრულეს.
საფრანგეთშიი მცხოვრები ქართველებიც ფიქრობენ, რომ კანონი, რომელსაც "ოცნება" უკვე ქართულს უწოდებს, რუსეთიდან დაკოპირებულია, რომელიც ქვეყანასს ევროპას დააშორებს.
"ვეუბნებით არას რუსულ გავლენებს და ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე" - ამბობენ ქართველი ემიგრანტები.